07:00 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 50.16%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 26.65% მიიღო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3702 უბნიდან 2213-ის მონაცემები აქვს დათვლილი, რაც უბნების 59.78%-ია.
2213 უბანზე დათვლილი ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად, "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ" - ხმათა 4.86% მიიღო, "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 4.05%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" – 3.63%, "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" 3.3%, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 3.02% "უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" - 1.46%, "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" - ამომრჩეველთა 0.84%-ის მხარდაჭერა მიიღო. 