"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში ვერ შედის - უახლესი მონაცემები

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში ვერ შედის - უახლესი მონაცემები

უახლესი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 48,61 %, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 27,04 %, "პატრიოტთა ალიანსმა" კი 4,99 % მიიღო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3667 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 99,41 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 48,61 %, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 27,04 % მიიღო.

უახლესი შედეგებით, 5 %-იანს ბარიერს ვეღარ ლახავს "პატრიოტთა ალიანსი", თუმცა ბარიერთან ახლოსაა, ვინაიდან მას 4,99 % აქვს.

ხმების 4,59 % მიიღო "თავისუფალმა დემოკრატებმა", 3,12 % "ლეიბორისტულმა პარტიამ", 1,55 % კი "რესპუბლიკელებმა".

ცესკოს მხოლოდ 35 უბნის შედეგები დარჩა დასათვლელი. InterPressNews.Ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."