რას ნიშნავს "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა - სააკაშვილის ვერსია

რას ნიშნავს "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა - სააკაშვილის ვერსია

საქართველოს ექსპეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” იმ კანიდატებს, რომლებმაც დეპუტატის მანდატები უნდა მიიღონ, მოუწოდებს შეხვდნენ მხარდამჭერებს და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში ”ნაციონალურ მოძრაობას” გადაჯგუფება სჭირდება.

”ივანიშვილმა როგორც დააანონსა და მოიპოვა დიდი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შეეცდება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას, საპრეზიდენტო პირდაპირი არჩევნების გაუქმებას.

ის აუცილებლად შეეცდება ”რუსთავის 2”-ის მთელი მენეჯმენტის გამოცვლას, მთლიანად სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ზოგადად მედიის აბსოლუტურ კონტროლს.

ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება გადაჯგუფება. ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი და გავხდებით კიდევ უფრო მეტი მომავალში. ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს.

რაც შეეხება ამ მძიმე დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური ძალის, ”ნაციონალური მოძრაობის” მონაწილეობას, ამ საკითხზე არსებობს სხვადასხვა აზრი.

მე ვფიქრობ, რომ დღეს ”ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეული დეპუტატების, როგორც მინიმუმ ვალდებულებაა შეხვდნენ საქართველოს ყველა რეგიონში ხალხს, ვინც მხარი დაგვიჭირა, შეხვდნენ ჩვენს აქტივისტებს, ვის მხრებზეც გადაიარა ამ არჩევნებმა და მანამ სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ თემაზე, მაინც იკითხონ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების და ზოგადად საზოგადოების აზრი.

ეს არის დემოკრატიული, ეს იქნება პატიოსანი და ასეთი კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრად სწორი და ეფექტური გაგრძელება მოჰყვება.

ჩვენ ვეკუთვნით არა უბრალოდ ჩვენ თავს, ჩვენ ვეკუთვნით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს პატრიოტების ძალიან დიდი მასას. ამიტომ, ხალხთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და რამდენიც არ უნდა იფართხალოს ივანიშვილმა, დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში დამთავრდება ძალიან სერიოზული შემობრუნებით და საქართველოს წინსვლით.

დღეს ჩვენ აღმოვჩნდით განსაცდელში, მაგრამ ყველაფერი რაც არ კლავს, აძლიერებს. ამ განსაცდელიდანაც გამოვალთ ბევრად უფრო გაძლიერებულები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, მოსყიდვებისა, ბინძური პროპაგანდის, ტყუილების არ შეეშინდა და ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოში ერთადერთი, ჩამოყალიბებული ბოლომდე ორგანიზებული ძალა არის მხარდაჭერის ღირსი. მე არასოდეს პირადად არ დავივიწყებ და მუდმივად ვიქნები თითოეული თქვენგანის ვალში. ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. უნდა გავიაროთ, ეს პრობლემებიც, გადავწყვიტოთ და აუცილებლად მივიღებთ შედეგს”, -განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი მეორე ტურებზე - "მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."