ირაკლი ალასანია პოლიტიკაში და პოლიტიკის გარეშე... (15 ფოტო)

ირაკლი ალასანია პოლიტიკაში და პოლიტიკის გარეშე... (15 ფოტო)

ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა. თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა თავისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.

43 წლის ალასანია სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა საქართველოს ხელისუფლებაში. პროფესიით დიპლომატი ალასანია 2004-2006 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახლდათ. 2006 წლის 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში.

2009 წელს დააარსა პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. 2011 წელს მის გუნდთან ერთად კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს. 2014 წლის ნოემბერში მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ოპოზიციაში გადავიდა.

გთავაზობთ 15 საუკეთესო ფოტოს, რომელიც ალასანიას ბოლო წლების საქმიანობას ასახავს - პოლიტიკაში და მის გარეთ...  დაათვალიერეთ ფოტოები

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."