მიხეილ სააკაშვილი - სანდრას უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ საქმეში შენგელიას მეთაურობით შევარდნაძის დროინდელი ბანდიტები ჩართეს

მიხეილ სააკაშვილი - სანდრას უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ საქმეში შენგელიას მეთაურობით შევარდნაძის დროინდელი ბანდიტები ჩართეს

სანდრას უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ამ საქმეს არ ეყო "კარუსელები" და "ქართული ოცნების" კანდიდატის მეორე ტურში გადასაყვანად საბოლოოდ საქმეში შენგელიას მეთაურობით შევარდნაძის დროინდელი ბანდიტები ჩართეს, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები დიდი რაოდენობით დარღვევებით წარიმართა.

"ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ივანიშვილმა წინასწარ დააანონსა, თუ რა შედეგის მიღება უნდოდა მას და შემდეგ ყველა დონის საარჩევნო კომისიები ისტერიულად მუშაობდნენ, რათა ზუსტად ასეთი შედეგი დაესვათ.

ამავე დროს ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ხმა აიღო, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", ასევე ივანიშვილის პარტიამ. არასწორია ჩვენი მომხრეების მხრიდან ზოგადად ქართველი ხალხის რაღაც ნაწილის დადანაშაულება, შეურაცხყოფის მიყენება. ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა ასე და ჩვენ ერთმანეთის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ ამავე დროს დღესავით ნათელია, რომ ივანიშვილი არ სცემს "ნაციონალური მოძრაობის " მხარდამჭერების არჩევანს არანიარ პატივს და ფეხქვეშ გათელა მათი უფლებები.

მე ვაკვირდებოდი ყველა ოლქს, გასაგები მიზეზების გამო ვაკვირდებოდი ყურადღებით ზუგდიდის საარჩევნო ოლქს. ივანიშვილმა წინასწარ დააანონსა, რომ სანდრა ვერ გავიდოდა.

ამ საქმეს არ ეყო არც „კარუსელები", იმდენად დიდი იყო სანდრას უპირატესობა. იმისთვის რომ მეორე ტუში გადაეყვანათ საქმე, საბოლოოდ საქმეში ჩართეს შევარდნაძის დროინდელი ბანდიტები შენგელიას მეთაურობით, რომლებმაც უბრალოდ დაარბიეს ის უბნები, სადაც ყველაზე მეტი შედეგი იყო", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ასე ჩატარდა არჩევნები სამეგრელოში, კახეთში და საბოლოოდ "ბოლო საათებში მასობრივად გაყალბდა არჩევნები აჭარაში და ძალიან დიდი მასშტაბით თბილისში".

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."