რას ფიქრობენ მეორე ტურში მონაწილეობის შესახებ "ნაციონალურ მოძრაობაში"

რას ფიქრობენ მეორე ტურში მონაწილეობის შესახებ "ნაციონალურ მოძრაობაში"

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა მეორე ტურთან დაკავშირებით და ეს დასამალი არ არის. „აზრთა სხვადასხვაობაა საზოგადოებაშიც და პარტიაშიც, ეს დასამალი არ არის. ჩემი აზრია, რომ ეს არჩევნები გაყალბდა ისე, რომ ზუსტად ის პროცენტი რაც გამარჯვებას მოუტანდა „ოცნებას“, მიღებული იქნა შანტაჟით და გაყალბებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი ტარიელ ლონდარიძე კი აცხადებს, რომ მეორე ტურში ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

„მე არ ვაპირებ ვუღალატო ჩემს ამომრჩეველს, დანიშნული იქნება მეორე ტური და მაჟორიტარად ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ტარიელ ლონდარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა ის პირადად არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას, ტარიელ ლონდარიძემ აღნიშნა, რომ ის აპირებს მეორე ტურში გააგრძელოს ბრძოლა. ლონდარიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

„მე, პირადად მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ ბორჯომში, ასპინძასა და ახალქალაქში. მიმაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, სუს-მა მოახერხა და ახალქალაქის ხმები „ქართულ ოცნებას“ მიაკუთვნა. ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო ოლქში შეიტანენ საჩივარს რვა უბანზე ხმების გაუქმებასთან დაკავშირებით, იქნება დანიშნული მეორე ტური და მაჟორიტარობის კანდიდატად ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა. მე არ ვაპირებ ვუღალატო ჩემს ამომრჩეველს. რაც შეეხება ერთობლივ გადაწყვეტილებას,“ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს საზოგადოებას“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა ბორჯომში, ასპინძასა და ახალქალაქში.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."