"თავისუფალი დემოკრატების" სრული შემადგენლობა დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს

"თავისუფალი დემოკრატების" სრული შემადგენლობა დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს

"თავისუფალი დემოკრატების" სრული შემადგენლობა დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

სავარაუდოდ, სწორედ დღეს გახდება ცნობილი, თუ რა რეორგანიზაცია იგეგმება პარტიაში და ვინ მიიღო პარტიაში დარჩენის თუ წასვლის გადაწყვეტილება. ბრიფინგი პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ პარტიიდან და პოლიტიკიდან დროებით წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "თავისუფალი დემოკრატების" დატოვებას სხვა ლიდერებიც აპირებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."