კობა ნარჩემაშვილი - გაუქმებული 1100 ბიულეტენიდან 1000-ზე მეტი ჩემი ხმები იყო, რითაც 5 % დამაკლდა

კობა ნარჩემაშვილი - გაუქმებული 1100 ბიულეტენიდან 1000-ზე მეტი ჩემი ხმები იყო, რითაც 5 % დამაკლდა

ჩემს ოლქში 1100-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი იყო და ამან დაახლოებით 5% დამაკლო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისში კობა ნარჩემაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებმა გამოხატა ძირითადად ქართველი ხალხის ნება, არჩევნები შედგა და ეს აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

"გარკვეული პოლიტიკური ძალების წევრების გარდა ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. რაც შეეხება ცალკეულ ინციდენტებს, ამას საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ამდენი მეორე ტური რომ დაინიშნა, ეს ადასტურებს დემოკრატიის მაღალ ხარისხს. რაც შეეხება ჩემს საარჩევნო ოლქს, მე მთელი საარჩევნო კამპანია ოპონენტების პატივისცემის ატმოსფეროში ჩავატარე და ასე ვაპირებ მომავალში. პოლიტიკა არ არის პიროვნული ანგარიშსწორების ადგილი. ჩემს ოლქში 1100- ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა. ჩემი ოპონენტი ამბობს, რომ მისი ხმები იყო, მაგრამ სინამდვილეში 1000-ზე მეტი ჩემი ხმა იყო", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ქუთაისში არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტში ოპონენტებმა მონაწილედ მისი ძმა დაასახელეს, თუმცა მას ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და საავადმყოფოში იმყოფებოდა.

რაც შეეხება მეორე ტურში მის შანსებს, კობა ნარჩემაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"ის შედეგი, რაც მივიღე, იძლევა იმის თქმის საშულებას, რომ მე მოვიპოვებ გამარჯვებას", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."