ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, კაკო ტიბუა გვიან ღამით ზუგდიდის სამმართველოში წუხელ გვიან ღამით გადაიყვანეს.

ადვოკატ როლანდ შონიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება კანონდარღვევით მოხდა.

მისივე თქმით, ტიბუა სამმართველოში შიმშილობს.

შეგახსენებთ, რომ ჯიხაშკარის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი გიორგი მხეიძეა დაკავებული, რომელსაც სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ