ლევან ბერძენიშვილი მაყურებლის პირისპირ - "რესპუბლიკური პარტიის" პასუხები ყველა კითხვაზე არჩევნებში დამარცხების შემდეგ

ლევან ბერძენიშვილი მაყურებლის პირისპირ - "რესპუბლიკური პარტიის" პასუხები ყველა კითხვაზე არჩევნებში დამარცხების შემდეგ

14 ოქტომბერს ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "ჩემი კითხვა" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხებს! მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში, დასვით ნებისმიერი თამამი და კრიტიკული კითხვა!

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მრავალწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილების მქონე პარტიამ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 1.55% მოიპოვა.

გამართლდა თუ არა მათი ყოფილი თანაგუნდელებისა და ამჟამად პოლიტიკური ოპონენტების პროგნოზები? არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ყოფილი თანაგუნდელების პარტიას "ნულპროცენტიანს" უწოდებს, არანაკლებ მწვავეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებები - ბიძინა ივანიშვილის თქმით, "რესპუბლიკურ პარტიას" გამოკითხვებით 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს". როგორც ივანიშვილმა სექტემბერში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, საზოგადოება "რესპუბლიკურ პარტიას" აფასებს ძალიან სწორად".

ამ შედეგის მიუხედავად, "რესპუბლიკური პარტია" არ აპირებს კულისებში და ძილის მდგომარეობაში გადასვლას". ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს.

როგორია პარტიის სამომავლო გეგმები? რას უკავშირებენ არჩევნებში დამარცხებას და რას ფიქრობენ ყოფილ თანაგუნდელებზე - ლევან ბერძენიშვილს მაყურებლის მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

"ჩემი კითხვა" - ეს არის "Palitranews"-ის ინოვაციური პროექტი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რეალურ დროში, ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად დასვან კითხვა.

შემოსული კითხვებიდან აირჩევა 10 კითხვა პროდიუსერების ჯგუფის მიერ და კითხვის ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღია ეთერში მიიღონ პასუხები კითხვის ადრესატისგან.

როგორ დავსვა კითხვა?

გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება.

ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა,

ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge

ან მოგვწერე SMS ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30

ან მოგვწერე Skype-ში. Palitra.news

პარასკევს, 14 ოქტომბერს თქვენს კითხვებს ლევან ბერძენიშვილი უპასუხებს! ჰკითხე, რაც გინდა!

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."