ახალი სახეები, რომლებსაც პარლამენტში ვიხილავთ

ახალი სახეები, რომლებსაც პარლამენტში ვიხილავთ

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებმა ამომრჩევლებს ახალი სახეები წარუდგინეს. ცესკოს მონაცემების მიხედვით, პარლამენტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 3 პარტიით დაკომპლექტდება, რომელთა შორისაც 77 მანდატი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" – 44 მანდატი, "ნაციონალური მოძრაობა" – 27 მანდატი, "პატრიოტთა ალიანსი" – 6 მანდატი.

აღნიშნულ პარტიებში არაერთი ახალი სახეა, რომლებიც პოლიტიკაში წელს გამოჩნდნენ. "ქართული ოცნების" რიგებში, პროპორციული სიის მეოთხე ნომრად თამარ ჩუგოშვილი დასახელდა, რომელიც 2010-12 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი სახე სოფიო ქაცარავაა. მანამდე ის ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი და ამავე საელჩოს პრესასთან ურთიერთობის მენეჯერი იყო.

სიის მეათე ნომერი, ირინა ფრუიძე, ახლა უკვე პარლამენტის წევრია. ფრუიძე პროფესიით ფსიქოლოგი და ექიმია, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი კი 2016 წლის მაისიდან გახდა.

სამართალმცოდნე კახაბერ კუჭავა, რომელიც სიის მეთერთმეტე ნომერია, ბოლო 5 წელია კერძო სექტორში სამთო-მოპოვებითი მიმართულებით საქმიანობს და კომპანია Caucasus Minerals-ის დამფუძნებელია.

"ქართული ოცნების" პროპორციული სიის 26-ე ნომრად ისკო დასენი დასახელდა. 2012 წლამდე იგი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, 2013 წელს მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია "ლიდერკრედიტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, 2014 წლიდან კი საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო კონსულად დაინიშნა. დასენი ახლა უკვე პარლამენტის წევრია. იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."