"ამის შემდეგ კიდევ ვიღაც მეტყვის, ზვიადი არავის მოუკლავსო" - როგორ ეხმაურებიან სარიშვილის სკანდალურ ვიდეოს გამსახურდიას შვილები

"ამის შემდეგ კიდევ ვიღაც მეტყვის, ზვიადი არავის მოუკლავსო" - როგორ ეხმაურებიან სარიშვილის სკანდალურ ვიდეოს გამსახურდიას შვილები

სოციალურ ქსელებში ორი დღეა 1993 წლის 18 ოქტომბერს გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ირინა სარიშვილის გამოსვლაა ასახული. ჩანაწერმა Facebook-ის ქართულ აუდიტორიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გამოსვლაში ირინა სარიშვილი ზვიად გამსახურდიას "საფრთხობელად" მოიხსენიებს, რასაც დარბაზისგან უკუკავშირის სახით ტაში არაერთხელ მოჰყვა.

"ზვიად გამსახურდია უნდა დარჩეს საქართველოში სახეცვლილი მდგომარეობით!", - აცხადებდა სარიშვილი თავის გამოსვლაში.

ჩანაწერს "ფეისბუქით" გარდაცვლილი პრეზიდენტის შვილები, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდია ეხმაურებიან:

"უკვე რამოდენიმე დღეა, FB მოიცვა ამ ვიდეომ. მე განსხვავებული თვალით ვაკვირდები მას. ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვებს: "... ბატონი ედუარდი ამბობს, რომ მას გროზნოში ელოდებიანო. მე კი ვთვლი, რომ ზვიად გამსახურდია უნდა დარჩეს საქართველოში სახეცვლილ მდგომარეობაში."

აკი დარჩა კიდეც - ჯერ ჯონსონ კვარაცხელიას ეზოში, სოფელ ჯიხაშკარში, შემდეგ კი ვალიკო ზარანდიას სახელოსნოში, იგივე სოფლის ბოლოს. 1994 წლის 17 თებერვლის ექსგუმაციამდე.

სარიშვილი ვიღაცის კონკრეტულ გეგმას ახმოვანებს, მისას, ვინც ყოველთვის სხვისი ხელით აკეთებდა "საქმეებს", ვინც ჯერ მედალს დაკიდებდა, მერე დაიჭერდა, ან მოსპობდა. ის თავის სათქმელსაც ზოგჯერ სხვას ათქმევინებდა.

და ამის შემდეგ კიდევ ვიღაც, თუნდაც 1000-ში ერთი მეტყვის, იქნებ ზვიად გამსახურდია მართლა არავის მოუკლავსო.

ამას არ გამოუტანია - გადაწყვეტილების მიმღები სხვა (სხვები) იყვნენ. ეს დაეთანხმა და გაახმოვანა. უფრო ზუსტად დააანონსა", - წერს კოკო გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდია:

"ნახეთ ამ ნაგვის ყუთის რეალური სახე. გახსოვდეს უახლესი ისტორია...".

იხილეთ ვიდეო

"შენდობას ვითხოვ. იქ რაზე დავაჭირე თითი, აღარც მახსოვს..." - უხამსი ფოტომონტაჟის გაზიარებისთვის მღვდელს მსახურება შეუჩერეს

"ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ…" - რას წერს გია ხუხაშვილი "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელზე"?

"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს