მინსკის აეროპორტში საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მინსკის აეროპორტში საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მინსკის ეროვნულ აეროპორტში, მინსკი-კიევის რეისზე, საქართველოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სახელმწიფო საზღვრის დაცვის კომიტეტის პ რესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, მამაკაცმა თავდაპირველად წარადგინა პასპორტი, რომელსაც გაყალბების ნიშნები ემჩნეოდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის საერთაშორისო ძებნაში იმყოფება.

დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტების გაყალბების მუხლით აღიძრა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ამ დროისთვის არ კონკრეტდება, რა მიზეზით იმყოფება აღნიშნული პირი საერთაშორისო ძებნაში. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ