როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით

როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას "ფეისბუქზე" გამოეხმაურა.

"მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას და კანდიდატს, მიუხედავად მასშტაბური გაყალბებისა, არ გაუქრა სურვილი მეორე ტურში მონაწილეობის. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს და ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ეს იქნება უკიდურესად უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა და ამიტომ, ახლა მთავარია მის უკეთესად მოსამზადებლად, მეორე ტურამდე მაქსიმალურად ბევრი მასალა დავდოთ გაყალბებისა და მანიპულაციის, რათა ჩვენც ბევრად უკეთესად შევხვდეთ ამ ხრიკებს, შესაბამისად უფრო გავუძნელოთ ივანიშვილს მათი კიდევ ერთხელ გამოყენება.

ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი გამოავლინა აჭარის ორგანიზაციამ. მინდა ვთხოვო ყველა სხვა ორგანიზაციას გააძლიერონ მუშაობა ივანიშვილის დიდი აფიორის გამოსავლენად. ეს არა მარტო ამ არჩევნებისთვის, არამედ უახლოესი მომავლისთვის იქნება ჩვენი იარაღი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებით საქართველოში დასადგურებულ უსამართლობასთან ბრძოლა შეუწყვეტელ ხასიათს მიიღებს და განსხვავებით 2012 წლის შემდგომი პერიოდისა, პასიური აღარავინ იქნება და ეს აქტიურობა ყოველ დღე მოიმატებს", - წერს სააკაშვილი.

პარტიის პოლიტსაბჭომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. ამ საკითხზე ენმ-ში აზრთა სხვადასხვაობა იყო.

ასევე წაიკითხეთ: "ნაციონალები" წაგებას სააკაშვილს აბრალებენ? - რას წერენ ფეისბუქზე პარტიის მხარდამჭერები

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."