ნუკრი ქანთარიამ "თავისუფალი დემოკრატები" "ბითლზებს" შეადარა

ნუკრი ქანთარიამ "თავისუფალი დემოკრატები" "ბითლზებს" შეადარა

დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჩატარებული არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანას ჯერ არ ჰქონია.

"ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ჩვენ რაღაც მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. ეს იქნებოდა უნაკლო არჩევნები, რომ არ ყოფილიყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომლის გამოძიებაც უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ამას ველოდით. 50 % არ არის მარტივი გადასალახი, ჩვენ გვქონდა ამის მოლოდინი. დიდი იმედი მაქვს, რომ ის პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, დამშვიდდებიან, გამოვლენ შოკური მდგომარეობიდან და გააკეთებენ სერიოზულ განცხადებებს, რადგან მათი დღევანდელი მდგომარეობა არ ჯდება არავითარ ლოგიკაში, როცა მათი ნაწილი ამბობს, რომ გაურკვევლად გაყალბდა არჩევნები, მაგრამ ამას ვერ ასაბუთებენ. არასერიოზული ვითარებაა ამ მხრივ. რაღაცა მეორე ნაწილი ამბობს, რომ რაღაც უხილავმა ხელმა იმოქმედა. მე მგონი, დათო უსუფაშვილმა თქვა ეს. არც კოპერფილდი ჩამოგვიყვანია, არც უჩინმაჩინის ქუდიანი ხალხი და თქვენ ეს კარგად იცით. 50-ვე ოლქში თუ არა, უმეტეს ნაწილში გავიმარჯვებთ", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამშვიდდებიან, ვინც წასასვლელია წავა პოლიტიკიდან. სამწუხაროა, "თავისუფალი დემოკრატების" ოთხეულის თუ ხუთეულის წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ რა ვქნათ ახლა, "ბითლზი" დაიშალა, ერთი ამბავი იყო, მაგრამ გადაიტანა ეს ხალხმა. ასე, რომ ყველა თავის გზას მონახავს, დამშვიდდება" - განმარტა ქანთარიამ.

დეპუტატი აკრიტიკებს იმ პოლიტიკოსებსაც, ვინც ამბობს, რომ მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ.

"დამშვიდდნენ, ნუ აშინებენ მოსახლეობას საკონსტიტუციო უმრავლესობით. გააჩნია ვის ხელშია უმრავლესობა, ეს არ არის ის პერიოდი, როცა სააკაშვილმა განახორციელა დიდი ჭრა-კერვა და მოირგო თავის თავზე კონსტიტუცია. არც ერთ ცვლილებას ფართო შეთანხმების გარეშე არ განვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და მხოლოდ სიკეთეში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში გამოვიყენებთ. ნუ აშინებენ ხალხს საკონსტიტუციო უმრავლესობით, თუ მოქალაქეები ამ პასუხისმგებლობას მოგვანდობენ, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეში გამოვიყენებთ", - აღნიშნა ქანთარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."