ჟურნალისტი ლელა ფაილოძე აცხადებს, რომ მას გამგეობის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ჟურნალისტი ლელა ფაილოძე აცხადებს, რომ მას გამგეობის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ჟურნალისტი ლელა ფაილოძე აცხადებს, რომ მას მარტვილში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ჟურნალისტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას რამდენიმეთვიანი დაპირისპირება ჰქონდა მარტვილის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს მურმან წოწორიასთან, რომელიც დღეს ფიზიკურად გაუსწორდა.

"13 წელი ვმუშაობდი რეგიონულ ტელევიზიაში, თუმცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ტელევიზია ფაქტობრივად მოსპეს. ამიტომ დავრჩი უმუშევარი. რამდენიმე თვის წინ მურმან წოწორიასთან ერთად ვუშვებდით ჟურნალ "მარტვილი და მარტვილელები". ჟურნალის გამოშვების შემდეგ მე არ მომცეს კუთვნილი ანაზღაურება, რასაც მაისიდან სექტემბრამდე უშედეგოდ ვითხოვდი. წოწორიას ვთხოვე, რომ სხვა სამსახური მაინც მოეცა ჩემთვის. დაპირების მიუხედავად არაფერში ხელი არ შემიწყო. შემდეგ კულუარულად გავიგე, რომ თურმე ამ მიმართულებით დიდ ქრთამს იღებდა, რისი საშუალებაც მე არ მქონდა. ერთი თვის წინ, როდესაც აღარ მქონდა იმედი, რომ ანაზღაურებას მომცემდნენ, დემონსტრაციულად გადავედი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სამუშაოდ ჟურნალისტად და ჩემს ბლოგზე ვაშუქებდი მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მე გამოვუქვეყნე წოწორიას თავისივე ლექსი, რომელიც მან 2012 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა და ამ ლექსში ის ყოფილ პრემიერს აძაგებდა. ამის შემდეგ უკვე დაიწყო მუქარები ჩემს მიმართ. დღეს ქუჩაში მივდიოდი, როდესაც წოწორიამ თავისი ავტომობილით ჩამიარა და ხელების კომბინაციით შემაგინა. მივედი და ვკითხე, რატომ მაგინებდა და რა უნდოდა ჩემგან, ის კი ყელში მწვდა და ფიზიკურად გამისწორდა. შემდეგ კი ნაცვლად იმისა, რომ მე მივსულიყავი პოლიციაში, თავად მივიდა მარტვილის სამმართველოში და განცხადება შეიტანა ჩემს წინააღმდეგ. მას აქვს იმედი, რადგან მისი სიძე, რობერტ აბრახამია არის მარტვილის სუსის უფროსი", - განაცხადა ფაილოძემ. მისივე თქმით, ის პოლიციაში უკვე დაკითხეს. ცოტა ხანში კი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.

"ინტერპრესნიუსი" წოწორიასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ შეუძლოდ არის და თუ გამოკეთდება, კომენტარს მერე გააკეთებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ