ნიგერიის პრეზიდენტი - ჩემი ცოლის ადგილი სამზარეულოშია

ნიგერიის პრეზიდენტი - ჩემი ცოლის ადგილი სამზარეულოშია

ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამად ბუხარი გამოეხმაურა ქვეყნის პირველი ლედის მოთხოვნას მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

"არ ვიცი, ჩემი მეუღლე რომელი პარტიის წევრია, მაგრამ ჩემთვის მისი ადგილი სამზარეულოში, მისაღებ და კიდევ ერთ ოთახშია", - განაცხადა ნიგერიის პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტის დროს.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, პარასკევს, ნიგერიის პირველმა ლედიმ აიშა ბუხარიმ განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეუღლეს მხარს არ დაუჭერს, თუკი მანამდე ის მთავრობას არ შეცვლის.

"ის 50 დანიშნული ადამიანიდან 45-ს არ იცნობს. მეც არ ვიცნობ მათ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე 27 წელია ვარ", - განაცხადა აიშა ბუხარიმ ტელეკომპანია "ბიბისი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."