პროკურატურა - ორთაჭალაში ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

პროკურატურა - ორთაჭალაში ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, წუხელ ორთაჭალაში მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამოღებულია დანაშაულის იარაღი. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.

”ფაქტზე გამოძიება შსს-მ დაიწყო რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა, რომელიც გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ასევე მიმდინარეობს ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, - განაცხადა სუხიაშვილმა.

გვიან ღამით, თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერზე თავდასხმა მოხდა. ის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც უფლებამდაცველი გიორგი ტატიაშვილი აცხადებს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ