ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირი დააკავეს

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული. სამართალდამცველებმა იგი რუსთავში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ორთაჭალაში 32 წლის ტრანსგენდერ ქალს სცემეს. დაზარალებულს მრავლობითი დაზიანება აქვს ყელის არეში და სახის ძვლები აქვს მოტეხილი. ის მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ