ვის რამდენი დაუჯდა წინასაარჩევნო კამპანია - პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების ხარჯები

ვის რამდენი დაუჯდა წინასაარჩევნო კამპანია - პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების ხარჯები

წინასაარჩევნოდ, კონკრეტულად კი 8 ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 25 449 079 ლარის ხარჯი გასწიეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ყველაზე მეტი - 13 498 020 ლარი მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" დახარჯა.

3 219 058 ლარის ოდენობის ხარჯი გასწია პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის", რომელსაც 2 134 515 ლარით მოსდევს "პატრიოტთა ალიანსი" და 1 921 091 ლარით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

1 026,954 ლარს შეადგენს "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, 882 592 ლარს კი - "თავისუფალი დემოკრატების" ხარჯები.

იხილეთ ვიდეო: მილიონები, რომელიც პოლიტიკოსებმა პარლამენტში მოსახვედრად დახარჯეს

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტების მიერ გაწეულ ხარჯებს, შემდეგნაირად გამოიყურება: "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" – 127 730 ლარი, "კონსერვატიული პარტია" – 117 406 ლარი, "ეროვნული ფორუმი" – 445 250 ლარი, "რესპუბლიკური პარტია" – 428 564 ლარი, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" – 307 388 ლარი, "ლეიბორისტული პარტია" – 285 163 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" – 944 ლარი, "თავისუფალი საქართველო" – 137 ლარი, "ახალი მემარჯვენეები" – 3 012 ლარი, "საქართველოს მშვიდობისთვის" – 12 499 ლარი, "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია" – 423 ლარი, "მემარცხენე ალიანსი" – 1 534 ლარი, "ახალი პოლიტიკური ცენტრი" – 224 956 ლარი, სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველო" – 324 005 ლარი, "ქართული იდეა" – 11 168 ლარი, "ენა, მამული, სარწმუნოება" – 4 033 ლარი, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებიდან: ირაკლი შიხიაშვილი - 73 636 ლარი, ზურაბ ჩიქოვანი - 16 338 ლარი, ილია კოკაია - 166 427 ლარი, სალომე ზურაბიშვილი - 4 388 ლარი, ირაკლი პეტრიაშვილი - 28 332 ლარი, ცეზარ ჩოჩელი - 65 067 ლარი, არმაზ ახვლედიანი - 25 464 ლარი, დავით ჭანტურია - 92 979 ლარი.

20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."