გიორგი ბარამიძე - კულუარულად მიმდინარეობდა საუბრები, რომ "ნაციონალების", "ფორუმის", "რესპუბლიკელების" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობა შეცვლილიყო

გიორგი ბარამიძე - კულუარულად მიმდინარეობდა საუბრები, რომ "ნაციონალების", "ფორუმის", "რესპუბლიკელების" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობა შეცვლილიყო

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, კულუარულად მიმდინარეობდა საუბრები, რომ "ნაციონალური მოძრაობის", "ეროვნული ფორუმის", "რესპუბლიკელების" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობა შეცვლილიყო.

მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო უმრავლესობიდან და კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემდეგ, თუმცა ერთ-ერთი, ვინც ამის წინააღმდეგ წავიდა, "რესპუბლიკური პარტია" იყო.

"საშუალება ნამდვილად იყო იმის, რომ გვემსჯელა, რათა შექმნილიყო ახალი კონფიგურაცია პარლამენტში. ამის თაობაზე საუბრები მაშინაც იყო, მათ შორის პრესითაც, რომ ივანიშვილი ჩამოშორებულიყო ხელისუფლებას და შესაძლებლობა ყოფილიყო პარლამენტში ვითარების ხავერდოვნად შეცვლის. ამის თაობაზე მსჯელობაც იყო, მაგრამ საბოლოოდ თანხმობამდე ვერ მივედით და ეს უკვე ვისი ბრალი იყო, როგორ იყო, სხვა თემაა, მაგრამ ერთ-ერთი, ყოველ შემთხვევაში, ამ მიმართულებით ვინც არ დათანხმდა, იყვნენ „რესპუბლიკელები“. ოფიციალური კონსულტაციები არ მიმდინარეობდა, მაგრამ ამის საშუალება იყო. კულუარებში იყო საუბრები სხვადასხვა დეპუტატს შორის. ეს ფაქტია, მაგრამ ოფიციალური კონსულტაციები არ გახსნილა, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი მზაობა ამასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ამის შანსი იყო. სამწუხაროდ, ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული", - განაცხადა ბარამიძემ.

"ერთი კვირის წინ სოცმუშაკი მოდის და მეკითხება: თუ გათავისუფლდებით, რას აპირებთო? ანუ ყველამ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა" - ოქრუაშვილი

ფოტო: როგორ შეხვდნენ საპატიმროდან გამოსული ოქრუაშვილი და უგულავა ერთმანეთს

"მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა" - უგულავა