სოხუმში მდებარე ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და საჯარო თავშეყრის ადგილები გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი

სოხუმში მდებარე ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და საჯარო თავშეყრის ადგილები გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი

სოხუმში მდებარე ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და საჯარო თავშეყრის ადგილები გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი. შესაბამისი განკარგულება სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ საგანგებო თათბირის შემდეგ გასცა.

ხაჯიმბას დავალებით, ე.წ. ძალოვანმა უწყებებმა უნდა ჩაატარონ "ყველა საჭირო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება" იმ შემთხვევის დეტალების დასადგენად, რომელიც დღეს დილით სოხუმში მოხდა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, დილის საათებში ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის, ასლან კობახიას ცნობით, ადგილზე ნაპოვნია თვითნაკეთი ბომბის კომპონენტები. დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კობახია ვარაუდობს, რომ მას თანამზრახველები ჰყავდა.

თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა "სპუტნიკ აბხაზია"-ს კორესპონდენტს განუცხადა, რომ ბომბის აფეთქება, სავარაუდოდ, საჯარო თავშეყრის ადგილას იგეგმებოდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრემ შეადგინა 200 გრამი ტროტილის ექვივალენტში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."