სოზარ სუბარი - მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გადააბიჯა იმ ზღვარს, რასაც ქართული სახელმწიფო ეყრდნობა

სოზარ სუბარი - მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გადააბიჯა იმ ზღვარს, რასაც ქართული სახელმწიფო ეყრდნობა

ვერანაირი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც აქ არიან, ვერ მოახდენენ ხელმეორედ ვითარების დაძაბვას და ძალადობის პროვოცირებას, - ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს განუცხადა.

NDI-ის განცხადების შეფასებისას სუბარმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ განცხადებაში არავითარი ლეგიტიმაციის პრობლემის საკითხი არ დასმულა.

"NDI-ს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ არანაირი ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. ეს თემა "რუსთავი 2"-ისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ მოგონილი მორიგი სიცრუეა. იმ განცხადებაში მსგავსი რამ არ წერია. არჩევნები ისეთ სიმშვიდეში ჩატარდა, როგორც არ ჩატარებულა არასდროს, იყო რამდენიმე დარღვევა და ყველა პასუხს აგებს, ვინც ამ დარღვევაში მონაწილეობდა", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, 8 ოქტომბერს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა იმ ზღვარს გადააბიჯა, რომლის მიღმაც ძალიან სერიოზული საფრთხეები იწყება.

"ვერანაირი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც აქ არიან, ვერ მოახდენენ ვითარების დაძაბვას და ძალადობის პროვოცირებას. რაც მაშინ გააკეთეს არა მხოლოდ უბნის დარბევა და პოლიციელებზე თავდასხმა იყო, არამედ მათ გადააბიჯეს იმ ზღვარს, რომლის მიღმაც ძალიან სერიოზული საფრთხეები იწყება. იმამკულიევმა პირადად გადააბიჯა იმ ზღვარს, რასაც ქართული სახელმწიფო ეყრდნობა. ეს არის ტოლერანტობის, სიმშვიდის, სიწყნარის და სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების ტრადიცია. მეორედ ამას აღარ გავამეორებინებთ არავის", - განაცხადა სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."