ვინ არის დამნაშავე სამხედროების ავარიაში - გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს

ვინ არის დამნაშავე სამხედროების ავარიაში - გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს

გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა, სადაც ის კლინიკაში მყოფ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს მოინახულებს.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში ზუსტდება, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირებისა და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს.

"გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსია გახლავთ, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას. ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში ჩვენ ვაზუსტებთ, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირებისა და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს. ასე რომ, ამ ორი მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება", - განაცხადა ლევან იზორიამ.

კითხვაზე, მეორე ვერსიამ შესაძლოა თუ არა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს, იზორიამ აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერია.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი სტანდარტები, როგორ ხდება ამ შემთხვევაში ესკორტირება სამხედრო შემადგენლობის. შესაბამისად, კონკრეტული ფაქტის შესწავლისა და ექსპერტიზის საფუძველზე მოხდება იმის განსაზღვრა, იყო თუ არა ფაქტობრივი გარემოებები ამ სტანდარტის შესაბამისი", - განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება მძღოლს, ლევან იზორიას განცხადებით, ის სამოქალაქო პირია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მინისტრის თქმით, მძღოლი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ