ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ მეჯვრისხევიდან მამაკაცი გაიტაცეს

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ მეჯვრისხევიდან მამაკაცი გაიტაცეს

დე ფაქტო "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საზღვართან რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები, 1973 წელს დაბადებული მალხაზ ლეჟავა გაიტაცეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, ლეჟავას ოჯახი საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფლის განაპირას ცხოვრობს, თუმცა, მეჯვრისხეველების თქმით, ლეჟავა საოკუპაციო ხაზს მიღმა არ გადასულა და მისი დაკავება საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მოხდა.

ჯერჯერობით ოჯახს დაკავებულთან დაკავშირებით ე.წ. "სამხრეთის ოსეთის" მხრიდან არავინ დაკავშირებია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ