ავტორი:

თუ სახლის დალაგებას იწყებთ, ეს რჩევები გადაიკითხეთ - "უბორკა" სწრაფად, დაღლის გარეშე

თუ სახლის დალაგებას იწყებთ, ეს რჩევები გადაიკითხეთ - "უბორკა" სწრაფად, დაღლის გარეშე

როგორც გაირკვა, სახლის საფუძვლიანი დალაგება სირთულეს სულაც არ წარმოადგენს, თუ გეგმა სწორად გაქვთ შედგენილი.

1. სახლის დალაგებამდე თეთრეული სარეცხის მანქანაში შეყარეთ გასარეცხად. დალაგებამდე იგი გარეცხასაც მოასწრებს, გაშრობასაც და მის დაუთოებას მოახერხებთ.

2. სახლის დალაგება სამზარეულოდან დაიწყეთ. გაცხიმიანებულ ნივთებს (მაგალითად, გაზქურა, კაფელი) ცხიმის მოსაშორებელი საშუალება წაუსვით და ცოტა ხნის შემდეგ გაწმინდეთ. ჯერ გადაწმინდეთ მტვერი, დაასუფთავეთ თაროები, ნიჟარა და ბოლოს მოწმინდეთ იატაკი. მტვერთან გამკლავებას ეს მტვერსასრუტები გაგიმარტივებთ:

რობოტი მტვერსასრუტი მშრალი და სველი წმენდით

3. შემდეგი პუნქტი საძინებელია. მოაწესრიგეთ თეთრეული, სამოსი, გადაწმინდეთ თაროები. გასარეცხად გაამზადეთ ჭუჭყიანი ნივთები. მტვერსასრუტით კარგად გამოასუფთავეთ კუთხეები, საწოლის ქვეშ.

4. მისაღებ ოთახში ნივთებს გადაწმინდეთ მტვერი. გამოიყენეთ ისეთი საწმენდი საშუალება, რომელიც მტვერს მოაცილებს სწორ ზედაპირს, ხოლო რბილ ავეჯს თმას, ბეწვს და ა.შ.

5. სახლის დალაგება დაასრულეთ საპირფარეშოსა და შემოსასვლის დალაგებით. სველი ჩვრით გაწმინდეთ ფეხსაცმელების შესანახი თარო.

სააბაზანოში ჯერ გადმოალაგეთ ყველა სარეცხი და დასაბანი საშუალება, სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდეთ კარადები, თაროები, კედლები, სააბაზანო, ტუალეტი, ონკანები. ახლა ისევ უკან დაალაგეთ გადმოლაგებული ნივთები.

როგორ უნდა შეინახოთ ნივთები სწორად

ზამთრის ნივთები ზაფხულში და ზაფხულისა ზამთარში ისე შეინახეთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ სეზონური სამოსის შელაგებაში. ფეხსაცმელები გაწმინდეთ, ყუთებში მოათავსეთ და შენახვამდე მზეზე გაანიავეთ. საჭირო ფეხსაცმელს ადვილად მიაგნებთ, თუ ყუთს დააწერთ, რომელ ფეხსაცმელს ინახავთ მასში. ბეწვიანი ჩექმა ყუთში შენახვამდე ჯერ პოლიეთილენის პარკში ჩადეთ. სახლის დალაგების მარტი რჩევებიტუალეტის და ურნის გასარეცხად სასურველია ისეთი ჩვარი ან ღრუბელი გამოიყენოთ, რომელსაც შემდეგ გადააგდებთურნის გარეცხვის შემდეგ გამოავლეთ მასში მდუღარე წყალი.

იატაკი, ნოხი

პარკეტის იატაკი მოწმინდეთ ნამიანი, მაგრამ არა სველი ტილოთი. სინთეტიკურ ნოხებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რათა არ დაზიანდეს, იგი მტვერსასრუტით უნდა გაწმინდოთ, ან თუ ნოტიო გაწმენდას აირჩევთ, ცივი წყალი გამოიყენეთ. იმისათვის, რომ ნოხმა იატაკზე არ ისრიალოს და იატაკზე ნაკვალევი არ დატოვოს, სპეციალურ მაღაზიაში შეიძინეთ ნოხის შემაკავებელი ლენტი ორი ნოხი ერთმანეთს არ დაშორდება, თუ ორმაგი სკოჩით მიამაგრებთ ერთმანეთს. ნოხს ორივე მხრიდან უნდა გადაატაროთ მტვერსასრუტი. ლაკწასმული ავეჯი რბილი ქსოვილით, მაგალითაც ძველი ნატით უნდა გაწმინდოთ. ოთახის ყვავილები წვრილი ფოთლებით საშხაპეში გარეცხეთ და ცოტა ხანი სააბაზანოში ჩატოვეთ, რათა ქოთნიდან წყალი კარგად დაიწრიტოს. წაიკითხეთ მეტი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ