"პატრიოტთა ალიანსი" ცესკო-ს სასამართლოში უჩივის

"პატრიოტთა ალიანსი" ცესკო-ს სასამართლოში უჩივის

"პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია" ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, სხდომა ხვალ, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც "პატრიოტთა ალიანსში" განმარტავენ, მათ ცესკო-მ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა რეალურად მეტი ეკუთვნით.

პარტიის წევრების მტკიცებით, მანდატების ამგვარი გადანაწილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან მოგროვდა, პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."