მალე საქართველოს 255 სოფელი დაცარიელდება

მალე  საქართველოს 255 სოფელი დაცარიელდება

საქართველოს სოფლები დემოგრაფიული კოლაფსის წინაშეა, რასაც აღწერის შედეგებიც ადასტურებს. პრობლემა ყოველწლიურად მწვავდება და უფრო მეტი მოსახლე ტოვებს განსაკუთრებით მთიან სოფლებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 255 სოფელია, სადაც 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს. შესაძლოა, ძალიან მალე ისინი შეუერთდეს იმ 223 სოფელს, რომლებიც გაუკაცრიელებულია.

დემოგრაფიული პრობლემების წინაშე რამდენიმე რეგიონია, მათ შორის, ყველაზე რთული ვითარება მცხეთა-მთიანეთშია. ამ რეგიონში 111 სოფელია, სადაც თითო-ოროლა ადამიანი ცხოვრობს. 71 სოფელში 5 ან ნაკლები მცხოვრებია, ხოლო 39-ში 6-დან 10 კაცამდეა. ყველაზე სავალალო მდგომარეობაა დუშეთის რაიონში, რომლის 93 სოფელში 10 კაცზე ნაკლები ბინადრობს.

შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი. იქ 20 სოფელში 5 კაცამდეა, ხოლო 17 სოფელში 6-დან 10-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ანალოგიური სიტუაციაა შიდა ქართლში, რომლის 29 სოფლიდან 18 სოფელში 5 კაცამდეა, ხოლო 11-ში 6-დან 10-მდე ადამიანი ცხოვრობს.

დემოგრაფიული ვითარების დამძიმებაზე ამახვილებს ყურადღებას დემოგრაფი ანზორ თოთაძე. მან აღწერის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ სასწრაფო ზომებია მისაღები. მოსახლეობის მიგრაცია სოფლებიდან მზარდია და სტატისტიკური მატება საქართველოს რეგიონებში არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება.

"2002 წლის აღწერიდან 2014 წლის აღწერამდე სოფლის მოსახლეობა ნახევარი მილიონი მცხოვრებით შემცირდა, რაც განგაშის საფუძველია.

თუ დღეიდან არ დაიწყო სიტუაციის გამოსწორება, მომდევნო აღწერა კიდევ უფრო საშინელ შედეგს მოიტანს. უკვე 223 სოფელი გაუკაცრიელდა. კიდევ ასობით დასახლებული პუნქტია, სადაც ცხოვრობს 1-დან 5 კაცამდე ან 6-დან 10 კაცამდე. კიდევ რამდენიმე წელი და ეს სოფლებიც მუდმივი მოსახლეობის გარეშე დარჩება. ამ ყველაფერს ბიძგი მისცა სოფლად შობადობის შემცირებამ. მოსახლეობის ბუნებრივი მატების 80% მოდის ოთხ ქალაქზე - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი.

თუ რელიგიური აღმსარებლობის ჭრილში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ რეგიონებში, სადაც არის მუსლიმი მოსახლეობა, მაგალითად საგარეჯოში, ბუნებრივი მატება აშკარაა. გურჯაანში კი ასეთი ვითარება არ არის, რადგან იქ მუსლიმები არ ცხოვრობენ.

განაგრძეთ კითხვა

"ვერ წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ..." - ცნობილი პოეტის საოცარი  სიყვარულის ამბავი

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები"

"ნინიმ ავღანეთიდან ჩამოსული მამა რომ დაინახა ეგონა მელანდებაო და პირჯვარს იწერდა" - ვინ არიან მამა-შვილი, რომელთა ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა