ენმ-ის ინფორმაციით, ახალციხეში მათ წარმომადგენლებსა და გუბერნატორს შორის ინციდენტი მოხდა

ენმ-ის ინფორმაციით, ახალციხეში მათ წარმომადგენლებსა და გუბერნატორს შორის ინციდენტი მოხდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ახალციხეში, "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენელსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შორის ინციდენტი მოხდა. ინფორმაცია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, პარტიის წევრმა ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.

ხოშტარიას თქმით, მას დაუკავშირდა დეპუტატი დავით დარჩიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე მიდიოდნენ, რა დროსაც მათ დაეწია გუბერნატორი, თავისი თანმხლები პირებით და თავად გუბერნატორი ფაქტობრივად, პირადად მონაწილეობდა ძალადობრივ ინციდენტში.

ხოშტარიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "გუბერნატორი დაპირისპირებისას ამბობდა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" იქნება ასოცირებული, ან ხმას მისცემს მას, ასე მოექცევიან. ღია დაშინებაზე იყო გადასული. ეს არჩევნები სამართლიან ვითარებაში არ მიდიოდა, თუმცა ახლა ვხედავთ კიდევ უფრო თავხედურ ფორმას, როცა პირდაპირ გუბერნატორი არის ჩართული ძალადობაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."