"სუხიშვილების ანსამბლს თავისუფლად შეუძლია კონცერტებით ირჩინოს თავი და ამ დროს ჩვენ გვარჩენინებს"

"სუხიშვილების ანსამბლს თავისუფლად შეუძლია კონცერტებით ირჩინოს თავი და ამ დროს ჩვენ გვარჩენინებს"

2017 წლის ბიუჯეტის პროექტმა ჩვენს საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ყველაზე ცხარე დებატები კი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსების გაზრდას მოჰყვა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მათი დაფინანსება მომავალ წელს 37%-ით არის გაზრდილი და 946 მილიონი ლარია. 2017 წლისთვის სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გადასახდელები 1.86 მილიარდი ლარი იქნება, აქედან 946 მილიონი საბიუჯეტო დაფინანსებაა, 914 მილიონი კი - მათივე შემოსავლები. ბიუჯეტის პროექტში 226 სსიპ და 67 ა(ა)იპ არის შესული.

რამდენად გამართლებულია ამ ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანასება? - "ბიზნესპრესნიუსი" ექსპერტებს გაესაუბრა. თავისუფალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე რამდენიმე ცნობილ ორგანიზაციაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ ნაციონალურ ბალეტ "სუხიშვილებზე":

"თავის დროზე, როდესაც ის ივანე ჯავახიშვილმა დააარსა, კერძო სასწავლო დაწესებულება იყო და მერე ეს წოდება კომუნისტებმა წაართვეს. უნივერსიტეტს თავისუფლად შეუძლია თავიც ირჩინოს და საუკეთესო კადრებიც მოიზიდოს. ახლა კი, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც გაუბედავი რექტორები მართავენ, რომლებიც მთლიანად პოლიტიკოსებზე არიან დამოკიდებული.

იგივე უნდა ვთქვა სუხიშვილების ანსამბლზე, რომელსაც მსოფლიო სახელი აქვს: მას თავისუფლად შეუძლია კონცერტების გამართვით ირჩინოს თავი და ამ დროს ჩვენ გვარჩენინებს. მე მაგათი კონცერტი არ მინახავს, რადგან არ ატარებენ და როცა ატარებენ, იქ ისეთი ანშლაგია, რომ ფეხსაც ვერ შედგამ. გაუგებარია, ბიუჯეტიდან რატომ უნდა ფინანსდებოდნენ ჯანსაღი ადამიანები, რომლებსაც თავის რჩენა თავისი შრომითაც შეუძლიათ - ეს არის ნონსენსი... განაგრძეთ კითხვა

"ხასიათის ადამიანია... მაგრამ მთავარი თვისება ის არის, რომ საოცრად თავმდაბალია" - ნინო სუხიშვილის ემოციური პოსტი ძმაზე

"რა ინფორმაციაც მაქვს, გადაცდომა, რომელიც შესაძლოა, კოვიდინფიცირებულის სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო, არ დაფიქსირებულა" - ცერცვაძე

"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება" - ლევან რატიანი