საქართველოში პირველად 12 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა, მათ შორის უგულავა-მერაბიშვილის და "რუსთავი 2"-ის საქმეების მოსამართლეები

საქართველოში პირველად 12 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა, მათ შორის უგულავა-მერაბიშვილის და "რუსთავი 2"-ის საქმეების მოსამართლეები

საქართველოს სასამართლოების ისტორიაში პირველად 12 უვადოდ დანიშნული მოსამართლე ჰყავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ის მოსამართლეები, რომლებსაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურებოდათ, თბილისსა და რეგიონების სასამართლოებში უვადოდ დაინიშნენ.

კანდიდატების უმეტესობასთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, კანდიდატების მცირე ნაწილს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრმა მხარი არ დაუჭირა.

უვადოდ დაინიშნა რამდენიმე რეზონანსული საქმის მოსამართლე, მათ შორის მეორე ინსტანციაში "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნის საკითხზე მხარი საბჭოს 14-ვე წევრმა დაუჭირა. ასევე უვადოდ დაინიშნა გორის რაიონულ სასამართლოში გერმანე დადეშქელიანი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობისას გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საქმის მოსამართლე იყო.

მოსამართლეები, რომელიც უვადოდ დაინიშნენ, თანამდებობაზე საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ