დავით უსუფაშვილი - ქალბატონი თინა არ აპირებს ჩემს დატოვებას, ის რჩება ჩემს გვერდით

დავით უსუფაშვილი - ქალბატონი თინა არ აპირებს ჩემს დატოვებას, ის რჩება ჩემს გვერდით

ქალბატონი თინა არ აპირებს ჩემს დატოვებას, ის რჩება ჩემს გვერდით,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მას ექნება კონსულტაციები ყველა იმ ადამიანთან, რომელიც მზად არის აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და საქართველო ევროპის ნაწილად წარმოუდგენია.

"საუბარი მექნება და დავიწყებ კონსულტაციებს მათთან ვინც თვლის, რომ ახლა არ არის დრო პოლიტიკურად ხელების ჩამოშვერის, ყურების ჩამოყრის. პირიქით, ყველა ადამიანს ვინც არის ენერგიით და შემართებით სავსე, ვინც მზად არის, დამღლელი, მძიმე პოლიტიკური საქმიანობისთვის, მზად ვარ ყველასთან მქონდეს დიალოგი. დიალოგს გავმართავ ყველასთან, ვისაც საქართველო წარმოუდგენია ევროპის ნაწილად, თავისუფალ ქვეყნად, ვისაც ლიბერალური დემოკრატია წარმოუდგენია იმ აუცილებელ ფუნდამენტად, რომელზეც უნდა დაშენდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. მე ვსაუბრობ იმ პოლიტიკურ კრიტერიუმებზე, რომელიც აუცილებელია მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამიტომ არანაირ კონკრეტულ თემებზე არ ვსაუბრობ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."