"იცნობდეთ თედოს, ჩასახვიდანვე განწირულ ბავშვს... ის სუროგატმა დედამ გააჩინა და მასზე უარი თქვეს" - ინტერნეტმომხმარებელი საზარელი ფაქტის შესახებ წერს

"იცნობდეთ თედოს, ჩასახვიდანვე განწირულ ბავშვს... ის სუროგატმა დედამ გააჩინა და მასზე უარი თქვეს" - ინტერნეტმომხმარებელი საზარელი ფაქტის შესახებ წერს

"ფეისბუქის" მომხმარებელი ლელა ბიჩინაშვილი თბილისში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ წერს და ახალშობილის ფოტოს ავრცელებს. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ჩვილი, რომელიც სუროგატმა დედამ გააჩინა, როგორც ბიოლოგიურმა (სურაგატმა), ასევე არაბიოლოგიურმა დედამ (რომელმაც მის გაჩენაში ფული გადაიხადა) მიატოვა. ამის მიზეზი ახალდაბადებულის ჯანმრთელობის პრობლემები აღმოჩნდა.

"გთხოვთ გააცრცელოთ დედებო !

სადმე მაინც იქნება სოციალურ ქსელში ამ საცოდაობის ჩამდენი!

თედოს ნახვით შეძრული ვარ!

გუშინ გავიცანი 9 თვის თედო ბ-ი ნუცუბიძის ბავშვთა სახლიდან (წითური, ცისფერთვალება).

შევხედე და ერთი თვის ჩვილი მეგონა,იწონის 2,5 კგს და ძალიან ბევრი დაავადება აწუხებს, გულის მანკი, კუჭნაწლავი და სხვა მრავალი. ამჯერად მაღალი სიცხით იწვა საავადმყფოში, ექიმები ყოველ წუთს მისი სიცოცხლისას კრიტიკულად აფასებენ. ის კი მარტოა ბავშვთა სახლის მომვლელის და ექიმების მზრუნველობის ქვეშ.

თედო ბიჭია რომელიც დაგეგმილი ორსულობით სუროგატმა დედამ გააჩინა, ბიოლოგიურმა დედამაც და არაბიოლოგიურმაც რომელმაც მის გაჩენაში ფული გადაიხადა ასეთი ჯამრთელობის მდგომარეობის გამო მასზე უარი თქვეს.

სამაგიეროდ, თედოს დარჩა ჯამრთელი ტყუპის ცალი დაიკო, რომელიც დიდი სიამუვმებით მიიღეს, ბიოლოგიურმა დედამ (სუროგატმა) ერთი ბავშვი გაყიდა და მეორე კი მიატოვა! ცხოველიც კი არ ტოვებს თავის ნაშიერს!

ჩვენ კი მართმადიდებლურ ქვეყანაში ასეთ დაუდევრობას ვხვდებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე. გუშინ მე ვიყავი თედო,ყოველი თქვენთაგანი შეიძლება ყოფილიყო იგი და ხვალ შეიძლება კიდევ მრავალი თედო დარჩეს ასე მარტო და დაუცველი.

ის სიცოცხლეს ებრძვის და მაინც ხელში აყვანილს ვგრძნობდი როგორ სიამოვნებდა სითბო და საუბარი... მე ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს რაც მისმა მდგომარეობამ დამიტოვა.

განწირულ ბავშვს რომელსაც სიცოცხლის ბოლო დღეებს ადამიანების სითბო თუ გაუხალისებს თორე, იგი სხვას ვერც ვერაფერს გრძნობს და ვერც გამოხატავს, თავსაც ვერ დაიცავს მავანთაგან, მხოლოდ სიკვდილს ებრძვის და სიცოცხლეს ინარჩუნებს სასწაულებრივად.

მინდა იცნობდეთ თედოს, ჩასახვიდანვე განწირულ ბავშვს რომელიც ყოვლად უცოდველი მოევლინა ქვეყანას და ასევე უცოდველი წავა ამ ქვეყნიდან, მაგრამ დატოვებს იმ ადამიანებს ვისაც მისი ცოდვით გახარება არ ეღირსებათ!!!

როგორც აღმოჩნდა ეს კომფიდენციალური ინფორმაცია ყოფილა და არ მაქვს ამ პოსტის გამოქვეყნევის უფლება, მაგრამ ვის წინაშე არ მაქვს უფლება?! იმ მშობლების წინაშე ვინც ასე მოექცა თედოს?! მე არც ბავშვთა სახლის წარმომადგენელი ვარ და არც სამედიცინო დაწესებულების წევრი, ამიტომ ჩემზე მათი კანონები არ მოქმედებს და თუ კონფიდენციალურია იგი იზოლირებული უნდა ყოლოდათ სხვებისგან. ვერც ვერასდროს გავიგებდი როგორ იღუპება ერთერთი განწირული ბავშვი ჩვენს თვალწინ!

ასე რომ დამიდგეს ვინმე წინ და ამიკრძალოს იმის თქმა რაც ასე აუცილებელია ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის,ჩვენი მომავლისთვის!

თედოს დიდხანს სიცოცხლეს და ჯამრთელობას ვუსურვებ,უფალს ებარებოდეს,როგორც ჩემთვის ცნობილია მის გაწერას აპირებენ საავადმყოფოდან ბავშვთა სახლში რადგან აზრი არ აქვს მის იქ ყოფნას!

აზრი ყოველთვის აქვს ყველაფერს,მაგრამ ეს ციცქნა უპატრონოა", - წერს "ფეისბუქის" მომხმარებელი.

2021 წელს დედაქალაქში პირველად გათოვდა - დათოვლილი თბილისის ულამაზესი ფოტოები

"რატომ უნდა ამ ხალხს გერმანიაში სამუშაოდ წასვლა? საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს თვეში 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი?"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"