ხათუნა სამნიძე - დავით უსუფაშვილი არის პროფესიონალი, კვალიფიციური პოლიტიკოსი, როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვის

ხათუნა სამნიძე - დავით უსუფაშვილი არის პროფესიონალი, კვალიფიციური პოლიტიკოსი, როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვის

დავით უსუფაშვილი ძალიან დიდი დანაკლისია პარტიისთვის, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც პარტია დატოვა.

ხათუნა სამნიძეს არ აქვს ინფორმაცია გეგმავს თუ არა იგივეს თინა ხიდაშელი.

"შედეგებმა და ჩვენმა წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის, მთავარი მრჩევლის პოლიტიკა იყო მცდარი გზა. ასევე ჩვენ დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს დავენახეთ ოპოზიციაში. ამ შედეგების განხილვამ მიგვიყვანა დასკვნებამდე, ახლაც ვსაუბრობთ პარტიაში და მიმდინარეობს ანალიზი, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ახალი ძალები პარტიაში, უნდა ვიყოთ მკვეთრად ორიენტირებული იდეოლოგიაზე, ღირებულებებზე და სწორედ ეს იყო საკითხი, რის გამოც დავით უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა პარტია. ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი პარტიაში. დავით უსუფაშვილი არის პროფესიონალი, კვალიფიციური პოლიტიკოსი, როგორც პარტიისთვის ისე ქვეყნისთვის", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."