გიორგი კვირიკაშვილი - დახლოებით 2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები

გიორგი კვირიკაშვილი - დახლოებით 2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები

დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სამინისტროების ფორმირებისა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლოა რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მინისტრი შეეცვალოს. პრემიერმა არ დააკონკრეტა თუ რომელ სამინისტროს შეიძლება ჰყავდეს ახალი ხელმძღვანელი.

"თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ არჩევნები დასრულებული არ არის, რა თქმა უნდა, საბოლოო კონსულტაციები ამაზე გაიმართება იმ უმრავლეობასთან, რომელიც მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება და ჩამოყალიბდება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პირადად, რომ სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები მინდა რომ არ გავაკეთოთ, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დიდი ტურბულენციები. რადგან გვინდა რომ კიდევ უფრო მეტი სიჩქარე ავკრიფოთ და ასეთი ტიპის ცვლილებები როგორც წესი სიჩქარეებს აგდებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მაგრამ რა თქმა უნდა, სამინისტროების სტრუქტურაში შიგნით იქნება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრციული დანახარჯების მიმართ ძალიან კონსერვატიული მიდგომა იქნება. დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და თვითონ სამინისტროებში რამდენიმე საკადრო ცვლილებასაც ვგეგმავ. ყველა მინისტრთან ეს კონსულტაციები უკვე გამართულია. მათ შორის ახალი მინისტრობის კანდიდატებთან წინასწარი საუბარი უკვე გავმართე", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი მინისტრთა კაბინეტი "ძალიან დინამიური" იქნება, რათა ის ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომელზეც პარტია საუბრობს შესრულდეს.

"ახალი მინისტრთა კაბინეტი იქნება ძალიან დინამიური , ჩვენ გვექნება ძალიან მაღალი სიჩქარე აღებული იმისათვის, რომ ის ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით შესრულებული იქნას და ოთხი წლისთავზე ჩვენ მივიღოთ თვისობრივად და ხარისხობრივად განსხვავებული ქვეყანა. ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი , ცვლილებები რამდენინე სამინისტროს შეეხება, მაგრამ დღეს დაანონსება არასწორად მიმაჩნია. დახლოებით 2-3 სამინისტროს მიმართულებით იქნება ცვლილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ვინმე ვერ ასრულებს სამუშაოს", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."