ლევან ბერძენიშვილი პარტიიდან კიდევ რამდენიმე წევრის წასვლას ელის

ლევან ბერძენიშვილი პარტიიდან კიდევ რამდენიმე წევრის წასვლას ელის

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პარტიიდან კიდევ რამდენიმე წევრის წასვლას ელის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბერძენიშვილმა განუცხადა, პარტიაში დავით უსუფაშვილი არ იყო უბრალო ფიგურა და მას თავისი გავლენა ჰქონდა.

"პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო არა მხოლოდ დავით უსუფაშვილსა და სხვებს შორის, არამედ არიან სხვებიც, რომელთაც თავისი მოსაზრებები აქვთ. ამ მოსაზრებათაგან მთავარია, რომ ნაწილი არის მკვეთრი პოლიტიკის, ხოლო ნაწილი დიპლომატიური - მიდი-მოდი პოლიტიკის მომხრე. ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ამაზე არ ვდაობ, მაგრამ ყველა წამსვლელმა თავად უნდა განმარტოს, თუ რატომ მიდის", - აღნიშნა ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ბერძენიშვილის ინფორმაციით, "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებ პარტიაში შესულია დავით უსუფაშვილისა და ფრიდონ საყვარელიძის განცხადებები. მისივე აზრით, დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებას თინა ხიდაშელიც გაიზიარებს.

ბერძენიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ რამდენი ადამიანიც გავა "რესპუბლიკური პარტიიდან", პარტია იმდენივე ახალ წევრს შეიძენს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."