"სამართლიანი არჩევნები" - მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი

 "სამართლიანი არჩევნები" - მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში არის ნათქვამი, 15:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის პროცესი უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია საარჩევნო უბანზე ძალადობის - 1, ხმის ფარულობის დარღვევის - 3, მარკირებული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის - 1, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის - 1, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების - 7, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის -1, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის - 2 და მარკირების პროცედურის დარღვევის 1 შემთხვევა.

ამ დროისთვის "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 34 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 19, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 18 საჩივარი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."