როგორია 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა - ცესკო-ს ინფორმაცია

როგორია 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა - ცესკო-ს ინფორმაცია

წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 37.5% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 20:00 საათისთვის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 929 265-მა ამომრჩეველმა.

ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ოლქების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 37-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩეველთა 62.53% გამოცხადდა. ასევე, 50 ოლქს შორის, მაღალი აქტივობა არის ახალციხე/ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 56.27% და ლანჩხუთი/ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 52.27% .

ცესკო-ს ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა წინასწარი მონაცემებით 41-ე ოლქში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩევლების 21.84% მივიდა. ასევე, დაბალი აქტივობა იყო 65-ე ოლქში, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 25.64%-მა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."