ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, 400 ბიულეტენის ჩაყრის შესახებ, კომიკურს უწოდებს

ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, 400 ბიულეტენის ჩაყრის შესახებ, კომიკურს უწოდებს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, 400 ბიულეტენის ჩაყრის შესახებ, კომიკურს უწოდებს.

როგორც კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დღეს ორი კომიკური ვიდეომასალა გავრცელდა.

"პირველ შემთხვევაში საუბარი იყო, თითქოს ადამიანის მოქრთამვაზე და თავები არ უჩანდათ ადამიანებს. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი და კომენტარის გაკეთება შეუძლებელია ასეთ ვიდეომასალაზე. მეორე შემთხვევაში, ადამიანი ამაყად საუბრობს იმაზე, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ესეც ბუნებრივია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც, მათი მტკიცებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზაზა ბაირამოვი ჰყვება, თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი 86-ე უბანზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."