წინასწარი მონაცემებით, ჭიათურაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, ჭიათურაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

ჭიათურაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი სულხან მახათაძე არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას წინასწარ აღნიშნავს.

"ქართული ოცნების " ოფისთან შეკრებილი ადამიანები მახათაძეს არჩევნებში გამარჯებას ულოცავენ.

სულხან მახათაძის თქმით, ჭიათურაში პრაგმატულმა აზრმა გაიმარჯვა და ის ყველაფერს გააკეთებს ქალაქის წინსვლისთვის. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ოფისთან ფოირვერკებიც გაუშვეს.

ჭიათურის 56 საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ხმების დათვლის პროცესი არ დასრულებულა. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ჭიათურაში ხმების დიდი რაოდენობით "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი სულხან მახათაძე ლიდერობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."