"ქართული ოცნება" - ზაზა ბაირამოვი, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" აპელირებს, "ქართული ოცნების" წევრი არ არის

"ქართული ოცნება" - ზაზა ბაირამოვი, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" აპელირებს, "ქართული ოცნების" წევრი არ არის

"ქართული ოცნების განცხადებით, ზაზა ბაირამოვი, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" აპელირებს, "ქართული ოცნების" წევრი და წარმომადგენელი არ არის. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მაგდა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გარდა ამისა, არ იდენტიფიცირდება არც ხმა და არც ადგილი.

"სულ რომ იყოს ეს პირი "ქართული ოცნების" წევრი, ამ პირის იდენტიფიცირება შეუძლებლია. ასეთივე წარმატებით ნებისმიერ მხარდამჭერს შეუძლია სამოყვარულო კამერით ვიდეოს გადაღება და გავრცელება, რომ მაგალითად, გიორგი კანდელაკმა ან გიგა ბოკერიამ ჩაყარეს ყუთებში ბიულეტენების განუსაზღვრელი რაოდენობა", - განაცხადა კოტრიკაძემ.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც, მათი მტკიცებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზაზა ბაირამოვი ჰყვება, თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი 86-ე უბანზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."