"ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ხაშურისა" - ირაკლი კობახიძე

"ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ხაშურისა" - ირაკლი კობახიძე

"ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ხაშურისა, სადაც ჯერჯერობით არჩევნების შედეგებს ითვლიან, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"კიდევ ერთხელ გვინდა გაგაცნოთ არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა. ამჟამად უკვე დათვლილია უბნების უდიდესი ნაწილი და, შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, 50-ე საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა, ერთი გამონაკლისისა, ეს არის ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, სადაც ჯერჯერობით ითვლება არჩევნების შედეგები და სადაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით მრეწველების კანდიდატს", - განაცხადა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და გამოცხადებული ნდობისთვის. "ვულოცავ თითოეულ ამომრჩეველს ქართული დემოკრატიის კიდევ ერთ გამარჯვებას. იმ გამარჯვებას, რომელიც აუცილებლად მოიტანს საქართველოში თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."