კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, წინასწარი მონაცემებით, ირაკლი ალასანიას ამომრჩეველთა 15,08%-მა მხარი დაუჭირა

კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, წინასწარი მონაცემებით, ირაკლი ალასანიას ამომრჩეველთა 15,08%-მა მხარი დაუჭირა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნების მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატ ირაკლი ალასანიას ამომრჩეველთა 15,08%-მა დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, ირაკლი ალასანიას გვარი საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ ხმათა 84,92% დააგროვა.

აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში სულ 41 უბანია, საიდანაც 38 უბნის მონაცემები დათვლილია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."