თბილისის მასშტაბით არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ

თბილისის მასშტაბით არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისში დიდუბის მეთხუთმეტე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი ლიდერობს. მას ხმათა 76 % აქვს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, დავით ნაფეტვარიძეს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 24% დააგროვა. დიდუბის მეთხუთმეტე მაჟორიტარულ ოლქში 34 უბნიდან დათვლილია 33 უბანი.

თბილისში დიდუბის მეთექვსმეტე მაჟორიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ივლიანე წულაია ხმათა 76,54 % -ით ლიდერობს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ირაკლი დვალს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 23,46 % მოაგროვა. დიდუბის მეთექვსმეტე მაჟორიტარულ ოლქში 34 უბნიდან დათვლილია 32 უბანი.

თბილისში, ნაძალადევის მეჩვიდმეტე მაჟორიტარულ ოლქში ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი სოფო კილაძე ლიდერობს. სოფო კილაძეს ხმათა 77,31 % აქვს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ მურმან თხელიძეს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მას ხმათა 22,69% აქვს. ნაძალადევის მეჩვიდმეტე მაჟორიტარულ ოლქში 32 უბნიდან დათვლილია 30 უბანი.

თბილისში ნაძალადევის მეთვრამეტე მაჟორიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი ლიდერობს. მას ხმათა 77,31 % აქვს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, მამუკა გუგეშაშვილს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მას ხმათა 26,84% აქვს. ნაძალადევის მეთვრამეტე მაჟორიტარულ ოლქში 32 უბნიდან დათვლილია ყველა უბანი.

თბილისში ნაძალადევის მეცხრამეტე მაჟორიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ზაზა გაბუნია ხმათა 70,96 % -ით ლიდერობს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ლერი დემეტრაშვილს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 29,04 % მოაგროვა. ნაძალადევის მეცხრამეტე მაჟორიტარულ ოლქში 33 უბნიდან დათვლილია 28 უბანი.

თბილისში, გლდანის მეოცე მაჟორიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი კობა კობალაძე ხმათა 71,68 % ით იმარჯვებს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ალექსანდრე ჩაფიძეს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 28,32% დააგროვა. გლდანის მეოცე მაჟორიტარულ ოლქში 36-ვე უბანი დათვლილია.

თბილისში გლდანის ოცდამეერთე მაჟორიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლევან კობიაშვილი ლიდერობს. ლევან კობიაშვილს ხმათა 69,75 % აქვს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, სერგო რატიანს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით მას ხმათა 30,25% აქვს. გლდანის ოცდამეერთე მაჟორიტარულ ოლქში 34 უბნიდან დათვლილია 34-ვე უბანი.

თბილისში გლდანის ოცდამეორე მაჟორიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლევან კობერიძე ლიდერობს. მას ხმათა 73,01 % აქვს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გიორგი ბარამიძეს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით მას ხმათა 26,99% აქვს. გლდანის ოცდამეორე მაჟორიტარულ ოლქში 36 უბნიდან დათვლილია 35 უბანი.

თბილისში კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ბექა ოდიშარია ლიდერობს. ბექა ოდიშარიას ხმათა 72,55 % აქვს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ირაკლი აბესაძეს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მას ხმათა 27,45% აქვს. საბურთალოს მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში 36 უბნიდან დათვლილია 28 უბანი.

თბილისში ისნის მერვე მაჟორიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ხმათა 75,07 % -ით ლიდერობს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გიორგი ონიანმა, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 24,93% მიიღო. ისნის მერვე მაჟორიტარულ ოლქში 33 უბნიდან დათვლილია 28 უბანი.

თბილისში ისნის მეცხრე მაჟორიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი დავით ჭიჭინაძე ხმათა 75,68 % -ით ლიდერობს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ბესიკ კვიციანს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 24,32% მიიღო. ისნის მეცხრე მაჟორიტარულ ოლქში 31 უბნიდან დათვლილია 21 უბანი.

თბილისში ისნის მეათე მაჟორიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ხმათა 71,73 % -ით ლიდერობს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ზაზა კედელაშვილს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 28,27% მიიღო. ისნის მეათე მაჟორიტარულ ოლქში 33 უბნიდან დათვლილია 24 უბანი.

თბილისში საბურთალოს მეექვსე მაჟორიტარულ ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი ლიდერობს. ლევან გოგიჩაიშვილს ხმათა 79,4 % აქვს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, სევდია უგრეხელიძეს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მას ხმათა 20,6% აქვს. საბურთალოს მეექვსე მაჟორიტარულ ოლქში 32 უბნიდან დათვლილია 30 უბანი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."