საპარლამენტო არჩევნებში აჭარის ხუთივე ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ

საპარლამენტო არჩევნებში აჭარის ხუთივე ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ

საქართველოს პარლამეტის არჩევნებში აჭარის ხუთივე ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ. ბათუმის N68-ე მაჟორიტარულ ოლქში, 25 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ფატი ხალვაში ლიდერობს, რომელმაც 6 772 ხმა მიიღო, რაც 67.34%-ია. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მირდატ ქამადაძემ კი 3 285 ხმა მიიღო, რაც 32.66%-ს უდრის. აღნიშნულ ოლქში კიდევ 16 უბნის მონაცემებია დასათვლელი.

ბათუმის N69-ე მაჟორიტარულ ოლქში, 22 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლევან ბეჟანიძემ 6 093 ხმა მიიღო, რაც 68.85%-ია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 2 757 ხმა მიიღო, რაც 31.15%-ს შეადგენს. ამ ოლქში დასათვლელია კიდევ 16 უბნის მონაცემები.

ბათუმის N70-ე მაჟორიტარულ ოლქში ცნობილია 25 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" კანდიდატს მუხრან ვახტანგაძეს 7 336 ხმა აქვს მიღებული, რაც 71.19%-ს შეადგენს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა თეიმურაზ დუმბაძემ 2 969 ხმა მიიღო, რაც 28.81%-ს შეადგენს. აღნიშნულ ოლქში 15 უბნის მონაცემები ჯერ ისევ დასათვლელია.

ქობულეთის N71-ე მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია 43 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" კანდიდატს კობა ნაკაიძეს 12 687 ხმა აქვს მიღებული, რაც 71.16%-ს შეადგენს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ჯანსუღ ჯინჭარაძემ 5 141 ხმა მიიღო, რაც 28.84%-ია. ამ ოლქში დასათვლელია მხოლოდ 5 უბნის მონაცემები.

ხელვაჩაურის N72-ე მაჟორიტარულ ოლქში 47 უბნის მონაცემებია ცნობილი, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" კანდიდატი ილია ნაკაშიძე 12 227 ხმით ლიდერობს, რაც 72.06%-ია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს 4741 ხმა აქვს, რაც 27.94%-ს შეადგენს. ამ ოლქში 3 უბნის მონაცემებია დასათვლელი.

რაც შეეხება აჭარის N73-ე ქედა-შუახევი-ხულოს ოლქს, აქ "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა ანზოდ ბოლქვაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."