რა უფლებები ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" ახალ პარლამენტში

რა უფლებები ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" ახალ პარლამენტში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მომავალ პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს ინარჩუნებს. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, უმცირესობის სტატუსს ფრაქციაში გაერთიანებული და მათდამი მიმხრობილი დეპუტატები იძენენ, რომელთა საერთო რაოდენობა უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს უნდა აღემატებოდეს.

შესაბამისად, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში 27 მანდატით შესულ "ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება შეუძლია.

ამასთან, საკუთრივ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში სავარაუდოდ ერთზე მეტ ფრაქციას ვერ შექმნიან, რადგან ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა მხოლოდ ერთი ფრაქცია შეიძლება შექმნან, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო სიაში პარტიის ე.წ. ახალი სახეები უპარტიო კანდიდატებად ჰყავს წარდგენილი, რაც, სავარაუდოდ, მათ ფრაქციის ფორმირების შესაძლებლობას აძლევს.

პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა მაჟორიტარ პარლამენტის წევრებზე არ ვრცელდება, თუმცა როგორც ცესკოს მონაცემებით არის ცნობილი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერც ერთი მაჟორიტარული ოლქი ვერ მოიგო და შესაბამისად, მაჟორიტარული დეპუტატების რესურსით ფრაქციის ფორმირების ვერ შესძლებს.

"პატრიოტთა ალიანსის" სიით გასულ დეპუტატობის კანდიდატებს ექვსკაციანი, ე.წ. დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნა შეუძლიათ.

ამასთან, სავარაუდოდ, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები იქნებიან მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული სალომე ზურაბაშვილი და "თოფაძე-მრეწველების" კანდიდატი სიმონ ნოზაძე, რომელმაც ხაშურის მაჟორიტარული ოლქი მოიგო. თუკი ეს ორი მაჟორიტარი რომელიმე საპარლამენტო გაერთიანებას არ შეურთდება, პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მოუწევთ საქმიანობა.

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის სტატუსით შედის. სახელისუფლო პარტიამ პროპორციული წესით 44 მანდატი მიიღო, 73 მაჟორიტარული ოლქიდან კი, 71 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა.

ამ შედეგით "ქართული ოცნება" პარლამენტში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."