ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილმა და მისმა კომენტარებმა ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა დაკარგა

ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილმა და მისმა კომენტარებმა ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა დაკარგა

მიხეილ სააკაშვილმა და, შესაბამისად, მისმა კომენტარებმა ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა უკვე დაკარგა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

"მიხეილ სააკაშვილმა და, შესაბამისად, მისმა კომენტარებმა, ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა უკვე დაკარგა. ეს არის დღევანდელი რეალობა და, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა და ის შედეგებს არ აღიარებს. "ახლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილის პირობებში ყველა შემდგომი არჩევნები გაყალბდება და გამოსავალი არა ხელების ჩამოშვება, არამედ ამ გაყალბებებზე რეაგირება და აფერისტულ - დანაშაულებრივი რეჟიმის საპირისპიროდ ყოველდღიური წინააღმდეგობების ორგანიზებაა. გვეყო თავზე ნაცრის ყრა, ახლა გადაჯგუფება და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."