ნინო ბურჯანაძე - მეორე ტურში ბიძინა ივანიშვილს აღარ დასჭირდა "ნაციონალური მოძრაობა" და ისინი გადააგდო

ნინო ბურჯანაძე - მეორე ტურში ბიძინა ივანიშვილს აღარ დასჭირდა "ნაციონალური მოძრაობა" და ისინი გადააგდო

მეორე ტურში ბიძინა ივანიშვილს აღარ დასჭირდა "ნაციონალური მოძრაობა" და ძალიან მარტივად ისინი გადააგდო, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

არჩევნების შედეგების შეფასებისას ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველ ტურებში დაფიქსირებული შედეგები, სადაც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს თითქმის იდენტური მხარდაჭერა აქვთ, კონკრეტული გარიგების შედეგია.

"მართალია პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილსა და გიგა ბოკერიას შორის გარიგება შედგა, მაგრამ მეორე ტურში უკვე ბიძინა ივანიშვილს აღარ დასჭირდა "ნაციონალური მოძრაობა" და ძალიან მარტივად ისინი გადააგდო, შესაბამისად, არც ერთი მაჟორიტარი აღარ მისცა. გასაოცარიც კი იქნებოდა სხვაგვარად რომ მოქცეულიყო", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გაიხსენა, რომელიც "ნაცმოძრაობის" მიერ არჩევნების პირველი ტურის გაყალბებას ეხებოდა. "ხელისუფლებაში "ნაციონალები" არიან თუ "ქართული ოცნება"? რამე ხომ არ მეშლება? მე რამედანადაც მახსოვს ხელისუფლებაში 4 წელია "ქართული ოცნებაა". ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლის შემდეგ, როდესაც მეორედ მოვიდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობით, ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ არჩევნები, რომლის დემოკრატიულად, სამართლიანად და გაყალბების გარეშე ჩატარების უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრებოდა პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, ანუ ხელისუფლებას, თურმე "ნაციონალურ მოძრაობას" გაუყალბებია. თუ ეს ასე იყო, მაშინ "ქართული ოცნება" რას აკეთებდა? ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნები გააყალბა "ნაციონალურმა მოძრაობამ". რატომ არ აღიძრა საქმე?", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ "დემოკრატიულ მოძრაობას" არჩევნების გაყალბების კონკრეტული ფაქტები გააჩნია, რომელზეც არც საარჩევნო ადმინისტრაციამ და არც სასამართლოებმა რეაგირება არ მოახდინეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."