"რესპუბლიკურ პარტიას" თინა ხიდაშელიც ტოვებს

"რესპუბლიკურ პარტიას" თინა ხიდაშელიც ტოვებს

"რესპუბლიკურ პარტიას" თინა ხიდაშელიც ტოვებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, პარტიის დატოვების შესახებ ხიდაშელს განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

"განცხადება დაწერილი აქვს თინათინ ხიდაშელს. ნოდარ ებანოიძეს რაც შეეხება, ჯერ არ ვიცი. ჯერ არ მიგვიღია მისი განცხადება. შეიძლება წავიდეს, შეიძლება არა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

"რესპუბლიკური პარტია" უკვე დატოვეს დავით უსუფაშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."