"13-წლიანი ლოდინის შემდეგ დაგვიბრუნდა ქონება, მაგრამ ამას სულხანი ვერ მოესწრო" - მოლაშვილის მეუღლე

"13-წლიანი ლოდინის შემდეგ დაგვიბრუნდა ქონება, მაგრამ ამას სულხანი ვერ მოესწრო" - მოლაშვილის მეუღლე

"ეს ქონება ჩემთვის არაფერი არაა იმის მერე, რაც სულხანს დამართეს" - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეუღლემ თათია მოლაშვილმა ჟურნალისტებს მოლაშვილის ოჯახისთვის პროკურატურის მიერ ქონების დაბრუნების შემდეგ განუცხადა.

როგორც თათია მოლაშვილმა აღნიშნა, მისი ოჯახი ქონების დაბრუნებას 13 წელი ელოდა, თუმცა სამართალის ზეიმს თავად სულხან მოლაშვილი ვერ მოესწრო.

"შევისყიდე წავკისის აგარაკი სულხანის დაჭერის შემდეგ და ვაჩუქე სახელმწიფოს. 13-წლიანი მოლოდინის შემდეგ დაგვიბრუნდა ეს ქონება, მაგრამ რაც მთავარია ამას სულხანი ვერ მოესწრო. ქონების დაბრუნება მხოლოდ ერთი ეტაპია და ჩვენს საქმეზე გამოძიება გრძელდება", - განაცახადა თათია მოლაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა სხვა ქონება, რომელიც სახელმწიფო მოლაშვილების ოჯახს კიდევ ჩამოართვა, სულხან მოლაშვილის მეუღლემ აღნიშნა, რომ მათთვის სახელმწიფოს სხვა რაიმე ქონება არ ჩამოურთმევია.

"მეტი რაღა უნდა წაეღოთ, სიცოცხლე წაართვეს ადამიანს. ეს ქონება ჩემთვის არაფერი არაა იმის მერე რაც სულხანს დამართეს", - განაცხადა თათია მოლაშვილმა.

სულხან მოლაშვილის მეუღლე სახელმწიფოს და პროკურატურას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი